დასაბამიდან დღეცისმარადი საქართველოში ამ ღვინოს სვამდნენ. გადადიოდა ხელში ხელადა დარუბანდიდან ნიკოპსიამდე. ცხენზე დალევდა ომში ვაჟკაცი, რომ შემდეგ თათრებს უტიროს დედა, დაატრიალოს ხმალი სიმკაცრით. კოშკში დამწყვდეულ მზეთუნახავებს, მათ სადღეგრძელოს ნუ მომარიდებთ. ამაზე მაინც ნუ დამძრახავენ. მე კი დღეს მახრჩობს „ქიმერიონი“. მტრედიც გადიქცა ახლა სვავადა სხვა ქარიშხლების მოდიან დრონი. არც ქარს ვაწუხებ საფლავის თხრისთვის, მოისვენებენ ისედაც ძვლები, თუ კრემატორი აღირსეს თბილისს. ამივსეთ ყანწი წითელ ღვინოთი. საქართველოში ბევრი მაგინეს, მიუმატებენ რომ ვარ მე ლოთი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |