ჭოჭყი... ხავსი... ნარ-ეკალას ტბის ნაპირი დაუფარავს. შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას, ობობის ქსელს როგორ ართავს! ნაპირისკენ ვით გარბიან?! ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს, ვინ ატოკებს ასე გვიან?!! ბებლმა ქარი რაც ალაგმა, რა ხანია ნელის ტოკვით მზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა! გველი წივის... ტბა კაშკაშებს, შორს ვარსკვლავი აკიაფდა, გველი ჯადოს ათამაშებს. ტბის ზამბახნიც როგორ კრთიან! საუკუნოდ იქცა წამი, მეშინიან!.. მეშინიან!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |