იავნანა, ვარდო ნანა,
იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო, მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო, მანანოები მოდიან, იავნანინაო, ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო. ამას ჩემს ყმაწვილს მივუტან, იავნანინაო, თვალებს გავუვსებ ძილითაო, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო. |
ნანა, ნანა, ნანასა, გაზრდა-გახარებასა, შეგიკერავ კაბასა, წითელ-ყვითელ ატლასსა, ზედ დაგისხამ ღილებსა, ოქროთ დაფერილებსა, შემოგაკრავ ქამარსა, ზედ დაგკიდებ ხანჯალსა, დაგიკერებ ჯიბესა, შიგ ჩაგიყრი ფულებსა, აგატარებ ბაზარში, ჩაგატარებ ქუჩაში, გლახა შეომოგეყრება, იმას მიე აბაზი, ისიც გეტყვის გაზრდასა, გაზრდა-გახარებასა, სევდის მოშორებასა, ყოველ ჭირ მორჩენასა. |
დაიძინე, დაისვენე, ნანავ და ნანინავ, ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ, მაგ შენს პატარა საწოლში, ნანავ და ნანინავ, გენაცვალე, გენაცვალე, ნანავ და ნანინავ, მოდი, ნანა, პატარასთან, ნანავ და ნანინავ, ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ, ამ ჩვენ პატარა შვილსაო, ნანავ და ნანინავ, ვუმღერი ნაზი ხმითაო, ნანავ და ნანინავ, მოვგვრი ტკბილად ნანასაო, ნანავ და ნანინავ.
ანგელოზის ცალასაო, ძილი მოდის თვალასაო, აჩუჩუნებს ჩალასაო. ტკბილი ძილით დაიძინე, გულს ნათელი დაიფინე, ეს საწოლი კარგი ხისა, შენ ვარსკვლავი ხარ ცისკრისა, თვალის სინათლე დედისა, მერე კი მთელი ქვეყნისა, ენა მომე მგალობლისა, რომ ნანა გითხრას ქებისა.
კართან ია გიფენია მტრედთან ერთად გიფრენია, ვარდი, ზურმუხტი, ლალები, აკვანში დაგიფენია. ანგელოზი გირწევს აკვანს, იავნანინაო თეთრი კრავი გესიზმრება იავნანინაო.
იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო, შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო. დაიძინე, ჩემო შვილო, გახდი მშობელიო, შენს ქორწილში დამჭირდება სამი სოფელიო.
ნანას გეტყვი ძილისთვინა, შენი მოსვენებისთვინა, იამა გშობა შობითა, ვარდმა გაგზარდა ქებითა, ნარგიზმა ძუძუ გაწოვა, მას ჰგევხარ ფეროვნებითა. |
ნანი ნანი ყმაწვილო, თეთრი პურის ნაწილო მამის ოქრო გუთანო, დედის ჩიქილ-მანდილო, ბიძის ქამარ-ხანჯალო, ძალოს ჭრელო თავშალო, სუფრას საგორებელო, ქვეყნის მამგონებელო სახლის ამყვავებელო, ქვეყნის გამხარებელო. |
იავნანა, ბატონებო, ვარდო ბატონებო, იავნანა, ბატონებო, ვარდო ბატონებო, დატკბით, დატკბით, დაშოშმინდით, ვარდო ბატონებო, დატკბით, დატკბით, დაშოშმინდით, ვარდო ბატონებო. იავნანა, ვარდო ნანა, იავ-ნანინაო, ბატონებო მწყალობლებო, იავ-ნანინაო, იასა ვკრეფ, ვარდსა ვფინავ, იავ-ნანინაო, ჩემს ბავშვებს უშეღავათეთ, იავ-ნანინაო. |