პატარა მუცლები, ჭიპებთან მიკრული ჩანთებით უცვლელით, ივსება ხურდებით ნაშოვნი ლუკმებით უკლებლივ. საღეჭი რეზინი პიტნის თუ ჟოლოსი, ვაგონის თავში და ვაგონის ბოლოში. ცელოფნის პარკებით, გაზეთით - "ხუმრობით" გროვდება ხურდები და ქრება ბავშვობა. ასეთი სიცივე, ასეთი ქაოსი, ასეთი ტკივილი ნეტავი რამ შობა?! პატარა მუცლები, ჭიპებთან მიკრული ჩანთებით უცვლელით, ივსება ხურდებით ნაშოვნი ლუკმებით უკლებლივ. |