კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შეხეთ პაწია გოგონას,

კაბა რომ დაჰკონკებია;

მათხოვრად დადის, ამასაც

წამება წილად რგებია.

მარტოდ შთენილი პატარა

დღე-მუდამ დაიარება,

გამვლელს გაუშვერს გამხდარ ხელს,

საბრალოდ ემუდარება:

„ძია მომხედე ობოლსა,

არავინა მყავს მომვლელი,

სიმშილ-სიცივე გულს მიკლავს,

შემდეგ უარესს მოველი.“

იმას სთხოვს, კვალად ცრემლებით

სხვას შესტიკტიკებს ამასა:

„მტერმა დაგვიწვა სახლ-კარი,

ტყვია მოარტყეს მამასა.

იქ, საყდრის გვერდით დედაცა

იმასთან ასაფლავია,

იმ დღიდან ჩემი დღეებიც

კუკუმეთი და შავია“!

ამავ სიტყვებით გოგონა

ქუჩებში დაიარება,

გამვლელ-გამომვლელს შესტირის

და შველას ემუდარება.

მსგავსი თემები