სიტყვა სატევრად უნდა გექცია, თუ აღშფოთებით გული გაქვს სავსე. რა დროს ლექსია! რა დროს ლექსია! როცა ქვეყანა გექცევა თავზე. რა დღე დაგვიდგა, რა სამწუხარო! მე ჩემი ლექსი საიერიშოდ ძმათაგან რომელ ძმას წავუმძღვარო! მოკლულებს ფანტავს ნაფოტივითა, ამდენი გესლი, ამდენი ღვარძლი სად იყო, როგორ ამოტივტივდა?! და სისხლი მოსწვეთს მკვლელის იარაღს. ძმა ძმის საკლავად ვინც გაუსია, ზიზღი ეკუთვნის, ლექსი კი არა! და სინანული მეც მეუფლება... რა მელექსება! რა მელექსება! ღმერთმა შემინდოს ეს ჩვეულება! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |