შვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარის გულითა, დაღლილი მტრისა ჯავრითა!.. ცრემლი მიგყვება საგძლადა და ტრფობა შენის ქვეყნისა უქმს და ხელუყრელს აბჯრადა. ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა, მამულისათვის გამწყდართა იმ საქართველოს შვილებსა. გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში! პირობა ქართველებისა, ვგონებ, მიგყვება უბეში!.. უჩვენე შენი კალამი, ნაწები სისხლის გუბეში! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |