კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ეს ერთხელ იყო: ვიღაცამ კვეხნით

ჩემს საუფლოში შემოდგა ფეხი;

არ ეყოფოდა ის ზღვის ლომს ლუკმად,

მიხვდა და სწრაფად გაბრუნდა უკან.

მეც, ალბათ, ამ ზღვის წამიღებს წყალი,

პოეტად გავჩნდი, რადგან საწყალი;

შეუცოდარი საკუთარ თავის,

საკუთარ ზღვაში ვცურავ ვით ნავი.

მე შევადგინე ეს სივრცე ვრცელი,

ყოველი არსის გარემომცველი,

მაგრამ შემზარა სიავემ კაცთა

და ჩემი ნაზი ლექსიც გამკაცრდა.

ჩემგანვე შობილ მოქიშპეს, დამღლელს,

მარტო ვებრძოდი მთისხელა ტალღებს;

ზიზღით უარვყავ სხეული ლამის,

არ დამრჩენოდა ქვიშა და შლამი.

და აჰა, კიდეც მივადექ ნაპირს

და ველი შვებას, ზეცით დანაპირს.

მსგავსი თემები