ალაზანთან დუქანია, ხინკალის ცხელი, დახლებს აქეთ თუშის გოგო დაჰქრის, როგორც შველი. ცომს ბუტბუტით მუშტავს, ცხელი კერძის მოლოდინში სული მისდის მუშტარს. კალმახსა და ჭანარს, ხითხითია, ხინკალია და თითების ჭამა. თეთრი სინით ხელში, ზოგს არაყით აბრუებს და ზოგს თვალების ეშხით. ერთხელ ისე შევთვრი, რომ იმ გოგოს ლექსად ვუთხარ შეგიყვარებ მეთქი. აწიწმატდა უცებ; უროსავით მსხვილი მჯიღი დაიტაფა გულზე. ამომხედა ცერად, ვერ გავუძელ მის მომდურავ და ნაღვლიან მზერას. ფარფლიანი ქუდი; დახლზე დამრჩა მინანქარი ავსებული ლუდით. იმ ვაჟივით ცხარე; მივატოვე ალაზანი ჯეირნების მხარე. დავუბრუნდი თბილისს, თან ჩამომყვა იქაური მოგონება თბილი: ლამაზია ძლიერ, კიდევ კარგი, მისი ეშხის ცდუნებას რომ ვძლიე. არ დავიდე ცოდვა, იმ ბიჭს მოსწონს, იმას უყვარს გულს ისა სთხოვს, ჰოდა, მე და ჩემი ღმერთი! თუშის გოგოს ისე ვუთხარ შეგიყვარებ მეთქი. დუქანია ერთი; დუქანია, დუქანია ხინკალივით თეთრი; თეთრი სინით ხელში; ზოგს არაყით აბრუებს და ზოგს თვალების ეშხით. ცომს ბუტბუტით მუშტავს; მუშტარს ელის, მაგრამ ყველას, მაინც უმზერს კუშტად. ალაზანთან ქორწილს, რომ უცოლო ჭაბუკები დაგვაწყნარონ ორწილ, არ დასთმობენ სხვები, ნახავენ და წაიყვანენ საცალფეხო გზებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |