არ გელოდი, ისე უცებ მოდი, ასე უცებ წვიმამ იცის მოსვლა; გზა იყო და არსად იყო ოდა, არც მინდოდა შენი კალთის მგოსანს. შენა ჰგავდი იმ თმაგაშლილ ტირიფს, შენს თვალებში თეთრი ღამე თვლემდა, შენს თვალებში კრთოდა სუნთქვა დილის. წვიმას ხევში ჩაეხატა მთვარე, ვიხუტებდი შენს პატარა ხელებს, ვუცინოდი შენს დარდიან თვალებს. იმის შემდეგ კარს არ ვუღებ სიცილს... ნეტა, კიდევ თუ შემხვდები სადმე, ისე უცებ, როგორც წვიმამ იცის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |