კვლავ ანანურში შეხვედრას ვნანობ, ვნანობ არაგვზე ატეხილ ჭალებს... შენი მკერდივით ცა იყო მწვანე და შენი შურდათ დანარჩენ ქალებს. და სულში ჩარტყმულს ვითვლიდი ფლოქვებს, მზე იყო შენი მკერდივით ცხელი და წყაროს წყალზე ავსებდნენ დოქებს. ფიქრი ტიროდა დაკარგულ წყაროს და ანანურის სიმაღლის იქით იდგა სიჩუმე თბილი და წყნარი. იდგა სიჩუმე, ნათელი სევდა და დასავლეთის წითელი რკალი მზის დაბრძანების პოემას წერდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |