მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
როგორ მინდოდა, გავქცეოდი ჯვარს და სარკოფაგს, ცის სილურჯეში ავჭრილიყავ, როგორც ფრინველი და შემეწირა სიყვარულის შესაწირველი ამქვეყნიური წარმავლობის უარსაყოფად, - წინ აღდგომოდა უკვდავების დღე საკვირველი, მაგრამ განქარდა გაზაფხულის ტკბილი ხილვები და შვების ნაცვლად სინანული დამშთა ნაყოფად. თან ბუნებასაც გაეჯიბროს - უკვდავ დიდოსტატს; თუმც ვინ დაუსვას აღმაფრენას ბოლო წერტილი, თვით ზეციერის ხელითაა გამოძერწილი და ყოველნაირ წარმოსახვას აღემატება... |