კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემი მიქელ გაბრიელი

სათიბში დგას წყვილი ცელით,

რადგან შემქმნეს მიწისაგან,

რადგან მიწად მივიქცევი.

ჟამი არის როკვისა და

ჟამი არის ტირილისა,

ჟამი არის განშორებით,

ჟამი არის ტკივილისა.

ჟამი არის განდგომისა,

ჟამი არის სირცხვილისა,

ჟამი არის სიტყვის თქმისა,

ჟამი არის დუმილისა.

ჟამი არის ძიებისა,

ჟამი არის წაწყმედისა,

ჟამი არის ბორკილისა

და ბორკილის დაწყვეტისა.

ჟამი არის სიყვარულის,

ჟამი არის სიძულვილის,

ჟამი არის უჟამოსი,

ჟამი არის მზის სურვილის.

ჟამი არის სისხლისა და

ჟამი არის მშვიდობისა,

ჟამი არის მართლის თქმისა,

ჟამი არის ფლიდობისა.

ყველაფრისთვის ჟამია და

ყველა საქმის ჟამი არი,

ერთად ვდგავართ სიკვდილის წინ

უჯამო და ჯამიანი.

ჟამი არის განკურნების,

ჟამი არის ჭიდილისა,

ჟამი არის შობისა და

ჟამი არის სიკვდილისა.

ცოდვილი და წარწყმენდილი

ლექსებს გიწერთ წყვილი ცრემლით,

რადგან შეგვქმნეს მიწისაგან

რადგან მიწად მივიქცევი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები