ერთი პატარა გოგო მიყვარდა, როგორც იყო და არა იყო რა, მისმა ალერსმა გადამიყოლა, მისმა ფერებამ გადამიყოლა.
ყველას უამბო თურმე სულელმა, ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით, მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია, მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა, დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა, ჩია გოგონა, ჩემი ოცნების ციცინათელა, ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |