ცაზე ღრუბლები მოჩანდნენ - ხუჭუჭა ბურბუშელები, ბჭყალის ღელეზე მოჯარდნენ, პატარა სურმუშელები. მოდიან თარიკონიდან, გზად ხვდებათ მწიფე ყანები, მღელვარე, როგორც კორიდა. შემხედავს, გადაირევა, ვიცანი, ჩემი გიშერა, ვიცანი, ჩემი ირემა. დაწრიტეს ნაჩლიქარები შემხედეს, დააფახულეს ღამურებივით თვალები. დაუსხლტნენ უღელბორკილებს, მერე, ყასიდად მირქინეს და ყელში ჩაიკოკინეს. მინებდნენ ტყეთა სიგრილეს, თითქოს რაღაცის თქმა სურდათ, კაცივით ამოიგმინეს. ფრჩხილას არ ჰქონდეს ნაკაწრი, თქვენ ლაპარაკი იცოდეთ - შემირცხვენია ძმაკაცი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |