კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ელვა შეგფენია თმაში,

ხმაში შეგპარვია დაღლა,

ისე მჭირდებოდი მაშინ -

როგორც არ მჭირდები ახლა.

მიაქვს მიტოვებულ ჩვენს გზებს, 

სუნი გალეული საპნის,

შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს

ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.

როგორც გატეხილი ღილი,

აწმყო დაკარგვია წარსულს,

ვითმენ ირონიულ ღიმილს,

იოდს - იარაზე წასმულს.

რაც წლებს ქარიშხლიან რიგში

მიმქრალ მაჯასავით უცემს -

ჩემი ბედისწერის წიგნში

ვეძებ ამოსახევ ფურცელს...

შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,

დარჩა დატუქსული ბავშვი...

როგორც არ მჭირდები ახლა -

ისე მჭირდებოდი მაშინ...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები