ვიყავი ერთხელ მე ანტონიო, დღეს მართლა ვგევარ ნერონს მკივანი. ბევრი ოცნება გამოვიგლოვე და ბევრი მტანჯავს ეხლაც ტკივილი. დედის ძუძუსთან ვწოვდი უჟმურებს - რომ იყო მართლა გარდაქეშანი ორპირი მითაც დაგაუძლურებს. ხვილიფში სჭამდენ მგლები ჩვენ ხარებს. ვიცი, ორპირი რომ დაივსება, ვიცი, ორპირი ვერ გაიხარებს. ღამურა ისევ თავზე დაგორავს. არ ეშველება ამ საქმეს წამხდარს ადრე ვუტიე მე ანაფორას. ელი, ჩამოვალ მაინც უეცრად. როცა რიონი სუნთქვას გაკმინდავს, მას შენი გული დაყვება ფიცრად, დაღუპულ ქმარზე, დაკარგულ შვილზე. ყველა დაშორდა დავსებულ კუთხეს და მარტო დავრჩით გამოტირილზე. არ ვიცი, რა ვქნა, რით განუგეშო. სირცხვილი არი რითმა ვეძიო, როცა შენ გხედავ ასე მწუხარეს. ისიც ჩემსავით ცრემლს ღვრის მდუღარეს. დამპალ ყავარზე ჩამოდის წვიმა, თვითონ რიონი მოდის ეზოში... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |