როგორ ეკრობა მარილი მარილს, ახლა ჩვენს შუა ზღვაც დაიწრიტა, შენი ტუჩების მხურვალე ალი მოდის შენივე სულის მიწიდან. შენი ქათქათა ორი ქედანი. ნათელი დაგდის მირონცხებული, თუმც დაჭრილია ისრით კენტავრის - ვარსკვლავებით და ქვეყნის ჭორებით, ვარ ბედნიერი და უბედური შენთან შეხვედრით და განშორებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |