ეს ტრიოლეტი კოპლებიანს, ჩემსას ჰგავს კაბას, რომლის საკინძეს მხოლოდ შენი შეეხო ხელი. რვავე სტრიქონი ჩვენი ტრფობის ინახავს ამბავს, ეს ტრიოლეტი კოპლებიანს, ჩემსას ჰგავს კაბას. სახელი სანდო გულისპირზე ამომილამბავს, როგორც იმედი პირველი და უკანასკნელი... ეს ტრიოლეტი კოპლებიანს, ჩემსას ჰგავს კაბას, რომლის საკინძეს მხოლოდ შენი შეეხო ხელი. |