შენ უცებ გაჩნდი, თოვლივით გაჩნდი და შემაგებე ღიმილი სითბოდ, შენ თითქოს ჩემში რაღაცა დაგრჩა და წასაღებად მოხვედი თითქოს. ლანდივით გაჩნდი და დიდდებოდნენ ლანდები ხეთა, მთების ნისლივით მაინც ვერ ამცდი, შენ - ბრწყინვალებავ გარდასულ დღეთა. მანძილი შორი მიწიდან მზემდე, ასე ჩნდებიან ნაკადულები, დიდი თოვლის და წვიმების შემდეგ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |