კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დიდხანს გეძებე, სად არ გეძებე,

ვერ მოგეფერე, ვერ დაგეწაფე...

ცივს და მდუმარეს ვუმზერ ერთ სახეს

და ვიმეორებ მხოლოდ ერთ სახელს;

გული ინახავს იმედს პაწიას

და წარუხოცელ ვარამს ერცახეს,

ზღვა თვალებიდან დაღვრილ სიმძიმილს,

დაშლილ დალალებს, დახრილ წამწამებს

და მენატრება მათი ციმციმი

და გადმოღვრილი თმები ძაძასებრ.

მოგონებებმა გადამათოვეს

და გულში მოღლილ სხივად ჩადექი,

მომელანდება; ისევ მარტო ვართ,

ერთად ჩავდივართ კიბეს ჩატეხილს...

მუნჯი მუდარა დაღლილ თვალების,

ძილის სურვილი, უცხო ზღაპარი,

ძირს დავარდნილი ხელთათმანები

და... არაფერი, სხვა არაფერი.

დღეს კი, ჩავდივარ ყველა ვაგზალზე,

რომ სადმე გპოვო ღიმით აღსავსე,

მკლავები... მე შენს მკლავებს მაგონებს,

თვალები... მე შენს თვალებს ვამსგავსებ.

დღეები ვარამს მიასკეცებენ,

შენი დაკარგვის ფიქრი მაშინებს.

დიდხანს გეძებე,

სად არ გეძებე,

და... ჩემს გულშივე აღმოგაჩინე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები