კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

ყველა ჭორი ამ ქვეყნად

მოიგონეს ქალებმა,

არაფერი, ჭირიმე, 

ქალს არ დაემალება...


ქალი - ქამელეონი,

ქალი - დიდი არტისტი!

შეუძლია გაგწიროს 

ერთი ჭრელი კატისთვის...


შეუძლია გაგხადოს 

ბრძენი და მორალისტი

რაღაც სულ ათიოდე,

ოციოდე წამისთვის...


მთელი კაცობრიობა

შექმნილია ქალისგან,

მტრისას, მტრისას კიდევ თუ

ქალმა რამე გარისკა!!!...


მაგრამ... სულ ტყუილია

არ გვიწყინოთ ცოლებმა...

ქალი? ქალის გარეშე

არ არსებობს ცხოვრება!!!...


ქვეყნად რაც სიკეთეა

შექმნეს მხოლოდ ქალებმა...

ქალი? ქალის გარეშე

არ არსებობს წამება!


ქალს ათასი თვალი აქვს,

ქალს ათასი ყური აქვს,

ქალი? ქალი ეშმაკის

გამომცხვარი პურია...


პური - კოკორ-კოკორი,

პური - დიდრონ-დიდრონი,

შეჭამ? კარგად მეყოლე....

არ შეჭამ და მშვიდობით...


ასეც არის ქვეყანა 

უნდა მხოლოდ გარისკვა...

ზოგი კვდება არ ჭამით,

ზოგი კიდე ჭამისგან...


მაგრამ... სულ ტყუილია

არ გვიწყინოთ ცოლებმა...

ქალი? ქალის გარეშე

არ არსებობს ცხოვრება!!!...


მაგრამ მხოლოდ გაბედვა...

მაგრამ მხოლოდ გარისკვა!!...

თორემ... თუ სიკვდილია

მოკვდი ბარემ ქალისგან!!!...

მსგავსი თემები