კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ნატო ინგოროყვას

შესაღამოვდა და ფანჯრიდან შევნიშნე - სურო

უეცრად როგორ გაღარიბდა ერთი ფოთოლით...

არც კი შემკრთალა უხმოდ დაჰყვა ქარის ამ სურვილს

და ალბათ ხელი, რომ არ შეშლოდა,

დაეცემოდა ყვავილებით თეთრად მოთოვლილ

მიწაზე,

მაგრამ მიახვეტა ქარმა ნეშოსთან.

როგორც ჩანს, დიდხანს უწვალია - ბოლოს არჩია

შერიგებოდა ბუნების ხვედრს - სხვას არ ელოდა,

ქარმა მქრალ ფოთოლს სითამამე არ შეარჩინა

და იმდენი ქნა - გამოსტაცა მშობელს ხელიდან.

არა, ცრემლები არ ყოფილა საღამოს ჟვავი...

სურო შრიალებს, თავს იწონებს მაღალი ჩინით,

ხოლო თავად დრო ულმობელი და თან პირშავი

არ მოჩანს, მაგარმ კლანჭებს აჩენს უჩინმაჩინის;

ქუდის მოხდასაც არ აპირებს და უბოდიშოდ

ისე უდროოდ მოგიგზავნის ქარს, ანდა თავსხმას -

ვეღარ აუღებ ალღოს, სად ხარ, ან რომელ დროში?

მოკლედ, მის ამგვარ თავხედობას არა აქვს ახსნა...

ვინ არ სარგებლობს ჟამთასვლის ამ დიდსულოვნებით,

შემრიგებელი და სიკვდილის ასე მომთმენი (!)

ალბათ ეს არის უმაღლესი ის ხელოვნება -

როცა ლოცვისას ეცემიან მუხლზე ფოთლები.

მსგავსი თემები