არ მიყვარს ვარდი, აღარც მთვარე, მოგვი ციური, ძველ პოეტებმა რომ გასთელეს და შემაძაგეს. ბულბულს ორკესტრი მირჩევნია სიმფონიური, ღიმილის ნაცვლად სიძულვილი მატყვია ბაგეს. არც უკვდავება - კაცთა მოდგმა გულმავიწყია; სულმდაბალ ბრბომ თუ შუბლი დაფნით არ შემიმოსა, ჯერ სახელისთვის მათხოვრობა არ დამიწყია. თუ ცის მნათობიც მომიძულებს და გამიმეტებს, - ელექტროს შუქი აღსავსეა ახალ მშვენებით, როს წინწკლებს აფრქვევს ძილმორეულ ღამის პლანეტებს. აპოლოს რჩეულს თქვენ სალამიც არ გამიბედოთ, გვერდს ჩაგიარეთ და მიტომაც დავხარე თავი, შურით არეულ სახეებში რომ არ შეგხედოთ. მას ჩემი ლანდი სასიძოდ ჰყავს, მისივ მხლებელი, ვიცი გავირბენ შეუმჩნევლად ამ წუთი-სუფლად, ვით მძინარ ტყეში შუა ღამის მატარებელი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |