კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სულ სხვა ყოფილა აღსასრულის კერპი ბუნება,

საპირისპიროდ სიცოცხლისა - დუმილიც ყოფნის.

მოწმე გავმხდარვარ უმაღლესი დაძაბულობის -

როგორ ებრძოდნენ არარსებულს გარშემო მყოფნი...

და ამ ცრუ ომში ჩათრეული ყველა მათგანი

გრძნობდა ყასიდად, რომ სიკვდილი თავისი არსით

არც ნივთი იყო თავისთავად და არც საგანი,

და ტრაგიკულად თავდებოდა ყოველი ფარსი.

ეს შინაგანი ორთაბრძოლა, უჩინო ოღონდ, -

ყოფილა ჩვენი თანამდევი, სხეულს რომ ახლავს

და ბუნებაში არ არსებობს სიკვდილი როგორც

განსვენებული და სიცოცხლის გარეშე რაღაც.

ის ჩვენთან ერთად იბადება და ჩვენში სახლობს,

მაგრამ არ ძალგვიძს მისი ხილვა - ისეა ახლოს.

მსგავსი თემები