კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ღმერთმა დაუშვა შეზღუდული თავისუფლება:

არა იპარო, არა კაც კლა, არა იმრუშო!..

რომ ქვეყანაზე იღაღადოს შრომის სუფევამ

ცოდვის გარეშე, უპირობოდ და სანიმუშოდ.

და თუ იარაღს ვისხამთ ზოგჯერ მოკვლის უფლებით,

ხანდახან ვქურდობთ საჭირო დროს და თანაც ვმრუშობთ,

არა იმიტომ - ნამარდია კაცის ბუნება,

არამედ გვინდა, არ დაერქვას ლამაზი უშნოს.

მოაქროლებდა ველოსიპედს ქუჩაში ეშმა -

(ეს ის გველია, ედემში რომ ევა დაგეშა).

მოაქვს პლაკატი: გაუმარჯოს თავისუფლებას!..

და ქურდი ქურდობს, კაცი კაცს კლავს, მეძავი მრუშობს, -

რადგან ამქვეყნად არ არსებობს კაცთმეუფება

ცოდვის გარეშე, უპირობო და სანიმუშო.

მსგავსი თემები