ციურნი ხმები - ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნელს სიხარულს მიგალობებენ. ციურნო ხმებო, ოჰ, საკვირვლებო! მეც ქვეყნის ხმითა, ხმით ცოდვილითა, მათ ვაძლევ ბანსა, - და მშვიდობასა, აღტაცებასა ჰგრძნობს ჩემი გული და შევჭვრეტ ცასა განცვიფრებული. ციურნო ხმებო, ოჰ, საკვირვლებო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |