ვაიმე, ძმაო, ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე!.. მე დავრჩი მარტო, უბედური, შენად მახვრალი. არ გამითენდა შენ შემდეგა ვაების ღამე, მთელი ქვეყანა შემექმნა მე ნგრეულ, ტიალი!.. ქვეყნად ნუგეშად დამშთა მხოლოდ მე ცრემლი მწარე, სალოცავადა ძმაო, შენი ობოლი მტვერი და უცხო ქვეყნად მდგომი შენი წმინდა სამარე!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |