მიბაძვა ალ. ჭავჭავაძისადმი
ჰე, ძმანო! ნეტავი ჩვენა, ჰარიარალი, დღეს მოგვეცა შვება-ლხენა, თარიარალი. მამულისა სიყვარულმა ძმობა გულში ჩაგვიყენა. ცენსორო, დასტური დამე, მონება კაცთ არ შეშვენის, ქრისტეა ამის მოწამე! მორჭმულ კაცის დამონება, თვის სხეული კერპად დასვა, სული ეშმაკთ მიანება. ჩვენ ჩვენ მამულს ვეპატრონეთ; ქართველს ვაჩვენოთ ქართვლობა, მერე თუნდა დავიხოცნეთ. მტერი წინ ვერ დაგვიდგება; ჩვენგანი ქართვლის დამთრგუნველს ან მოჰკლავს, ან შეაკვდება. წინა წავიდეთ გაბედვით, ჩვენ ცარი ვერას დაგვაკლებს თვისის ბრმა წინასწარ ხედვით. ემაგ ფუჭსა დიდებასა; ჩინოვნიკი სულ ძილს ჰფიქრობს და ჩვენ კი - გამარჯვებასა. ვაშოროთ ქართვლი მონებას, ქართვლის უბრალო მადლობა გვერჩივნოს ყოველ დიდებას! ამგვარის აზრის ხსენებით, სიბრიყვის კარი გავტეხოთ მონარქთა გამოჯავრებით. დრო გავატაროთ შრომითა, მამულს სიცოცხლე შევწიროთ შვილურის ერთგულობითა. ქართვლის ძუძუთი გაზრდილნი. მაშ მოდით, ქართველნო, ძმობით, ჰარიარალი, ვიშრომოთ ჩვენთვის ერთობით, თარიარალი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |