კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ცხოვრების ეტლის სადარებელი

საცაა გავა მატარებელი.

მიემგზავრება იმედი ჩემი,

ბედის ვარსკვლავის სადარებელი.


ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, -

რა საჭიროა ეხლა გოდება?

მატარებლის წინ როს მიმიღია

ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?


მატარებელი თვლემს, როგორც ლავა

მატარებელი ხუთ წუთში გავა.

ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,

მატარებელი ხუთ წუთში გავა.


აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,

მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.

გემშვიდობები სამარადისოდ,

სამარადისოდ გემშვიდობები!


ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, -

ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,

გამოსალმების ხელოვნებისთვის

ნუთუ არვინ არს, პოეტის მეტი?


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები