სად მიგყევარ, მდინარევ მოწყენილ სიცოცხლისავ! ჩემს მცირეს ნავს რას არხევ, ზვირთო წუთისოფლისავ! აზრი შენის ცივის წყლის? აწმყო კეთილს არ ამბობს და წარსულიც მას სთანხმობს. თუმც არის უხილავი, მაგრამ, ვგრძნობ, შეხვალ დიდ ზღვას და იქ ჩაჰღუპავ ჩემს ნავს, წაშლის ჩემს ურგებს კვალსა… თუ ეს მაქვს გარდუვალი, ვსწყევლი ჩემ შობის წამსა. თუ ეგ ბოლო მხვდა მხვედრად?.. ვინც კი ეგრეთ მსვლელია, შესაბრალებელია!.. მე და ჩემს მცირეს ნავსა, ჰოი, გვედრებ, მდინარევ, იმ დიდ ზღვაში ნუ შეგვრევ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |