კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დღეს სიცოცხლე შენი

ჰგავს აპრილის რტოს,

მაგრამ, როგორც შველი,

მაინც გარბის დრო.

ბოლოს მაინც მოვა

ის დეკემბრის თვეც,

დაიწყება თოვა

და წაბლისფერ თმებს

ნელა, ნელა, ნელა,

გაათეთრებს სულ,

დასცილდება ყველა

დაბერებულ სულს.

ო, ამ ლამაზ თვალებს,

ასე თბილს და კარგს,

დრო არ შეიბრალებს,

დრო გაატანს ქარს.

შემორჩები მარტო

შენს დარდსა და გზებს...

დღეს ვიღაცის ხატო,

დღეს ვიღაცის მზევ!

არჩევანს და ლოდინს

ნუ შეასხამ ფრთებს,

ჩქარა... თორემ მოდის

ფოთოლცვენის თვე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

მსგავსი თემები