დღეებსაც თურმე ეცვლებათ ფერი, როგორც ქუჩებს და სახლის კრამიტებს, ძველ სურათებში დავეძებთ მერე თვალებს მიმნდობებს და მიამიტებს. ზოგჯერ სიცხეს და ზოგჯერ სიცივეს: - მომნატრებია, ბავშვო, პატარავ, ეგ უდარდელი შენი სიცილი. როგორც ნაზამთრალ ირემს აპრილი... მე მოვესწარი ბევრ საოცრებას და ვერაფერი ვერ გამაკვირვებს. ფიქრებს მტაცებენ და გამირბიან... მე ახლა ხშირად ვკარგავ მეგობრებს, მიზეზს ვეძებ და ვერ გამიგია. მე მაინც მჯერა ჩემი ბილიკის. ახლა ეს გული ცოტა იჯერებს, ადრე კი, მგონი, იყო პირიქით. სურათიდან რომ მორცხვად მიმზერენ... თურმე ყოველთვის წლები არ არის თეთრი თმების და დარდის მიზეზი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |