მოგონებები თეთრი აპრილის აღარ მცილდება არასდიდებით, თმები, შენს მხრებზე ოქროდ დაღვრილი, დაფეთებული ჩემი თითები. კაცს, უდაბნოში მარტოდ ჩარჩენილს, და დაღლილ სულს და ფიქრებს მივსებდა შენი ლამაზი თმების ჩანჩქერი. ქალის თმა ზოგჯერ ქარიშხალია და ის სიმთვრალეც თურმე სხვა არი, კაცი რომ ქალის თმებით მთვრალია. ფიქრი და... მაინც, სევდა მერევა, ო, როგორ მინდა შენი ლამაზი, შენი ლამაზი თმის მოფერება. ისევ ოცნებით გავეთამაშო. ო, როგორ მინდა, შენი თმების ზღვა, შენი თმების ზღვა კოცნით დავაშრო. ჩემი სიცოცხლე, სიტყვა, სათქმელი. ო, როგორ მინდა, ორი ნაწნავი წინ მენთოს როგორც ორი სანთელი. ფეხქვეშ დავეგო და ვეხალიჩო, შენი ლამაზი თმების ჩანჩქერში გადავვარდე და თავი დავიხრჩო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |