იასამანი სველ კიბეებთან რაზე ფიქრობდა? მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო, ქარს არ მიჰქონდა... გულდახურული მისი რტოები თავს ძირს იხრიდნენ... შეყვარებულნი ოდეს ქარები მუხლს არ იყრიდნენ... უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა მათი თვალებით... როგორ გულგრილად, ო, რა გულგრილად ქროდნენ ქარები... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |