სული ისევ დგება ცერზე, ცის ბილიკებს ისევ ვეძებ, გულზე, როგორც პალიმფსესტზე, ისევ ვაწერ ახალ ლექსებს. არ მაშინებს თმების ფერი. მაფშალია მიზის სიმზე, მაფშალია ისევ მღერის. ისევ მუხლზე ვდგები მის წინ. მადლობა ღმერთს, რომ გამხადა ისევ სიყვარულის ღირსი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |