გამიღიმე და მართლა ვირწმუნე, - ქალის ღიმილი ყველაფერია. არცერთ ასაკს და წლებს არ ვიწუნებ, თუ ბულბულები სულში მღერიან. აღარ მაწუხებს წლები სრულიად. ეს ჩემი თმები შენზე ლოდინით გათეთრებული ჩემი სულია. და ჩემი წლები ხარკად გავიღე, ალბათ შენა ხარ ის ანგელოზი, მე რომ სამოთხის კარებს გამიღებს. თუ არა ისევ გული პოეტის. წლები სანთლებად ჩამოვარიგე და სალოცავად შენთან მოვედი. რომ სულს ჭაღარა არ ეკარება, და ვდგავარ ახლა ხელაპყრობილი, შენს გულთან, როგორც საყდრის კარებთან. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |