კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

წუთისოფლის მაცდურ გზაზე

ჩემს ეკლიან ბილიკს მივდევ.

წასვლა სჯობს თუ დარჩენა სჯობს,

წავიდე თუ არ წავიდე?..

გარეთ კვნესა ისმის არღნის

(ეს უნდოდა ამ გულს კიდევ?),

მითხარ, ყოფნა ღირს თუ არ ღირს,

წავიდე თუ არ წავიდე?..

შორით გზაა უსასრულო,

შენც რა ცეცხლი წამიკიდე,

მიპასუხე, მითხარ, სულო,

წავიდე თუ არ წავიდე?..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

მსგავსი თემები