კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სამშობლო იყო შენი ხატება

და ყველა შენი ლექსის სახელი.

დაგთენებია ხშირად ხატობას

და არაყივით გისვამს ნაღველი.

ათასი ღმერთი და უღმერთობა

იყო შურის და მტრობის სარდალი...

მთას მარილივით აკლდა ერთობა

და ყველა ხევი იყოს სადავო.

სხვა სადარდელი ჰქონდა სანათას

(დიდი წუხილი ზოგჯერ უტყვია),

მაშინ ხანჯალი წერდა სამართალს

და განაჩენი მიჰქონდა ტყვიას.

სხვა იყო მათი ბედის ვარსკვლავი,

მათი ლაშქარი და მათი ქრისტე.

ფშავეთს გაკრული მუცალის მკლავი

საიერიშოდ ეძახდა ქისტებს.

თუ იყო, ისევ ჩვენი ცა იყო,

შენი გულის და ლექსის ღადარი,

მწარე წარსული ჟამმა წაიღო,

როგორც გიგლიამ მკლავი თათარის.

ისევ დაზრდილან ალგეთს ლეკვები,

და ყვავ-ყორნები დაუხოციათ,

ჩამოჯარულან ჩარგალს ლეკები

და შენს ნაკვალევს ჩუმად კოცნიან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

მსგავსი თემები