კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე არ ვყოფილვარ სამეგრელოში,

შენ ხევსურეთი არ განგიცდია;

არც შენ მელოდი, არც მე გელოდი,

ჩვენ ერთმანეთი არ გაგვიცვნია.

თბილისში შეყრა, თურმე, გველოდა

და აი შეცხვდით ორი მარტვილი:

შენ - მოფრენილი სამეგრელოდან,

მე - არხოტიდან ჩამოვარდნილი…

შენ კვლავ დაჯდები ტყემლის გრილოში,

მეც, მალე, ქარაფს ავეტოტები;

შენ დამელოდე სამეგრელოში,

მე ხევსურეთში დაგელოდები!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები