შენ ჩუმად წახვალ... მე კი დავრჩები - კლდესავით უტყვი, მშვიდი, პიტალო, რომ უშენობამ ან დამანგრიოს, ან შევძლო კაცად გამოვითალო. დავცხრი... გავწონასწორდი... ზეცას ვუწვდინე სიცოცხლის კიდე, ნუ გეშინია, მომიახლოვდი: მკერდში ყინულის ნატეხი მიდევს. მაგ ძუძუების თეთრი ფიქალი, ვერ დავაღწიე სიყვარულს თავი და ვეღარც თავი ვერ მოვიკალი. მე - საკუთარი სიზმრის გამცემი - და ჯოჯოხეთის ცეცხლივით მეკვრის, სხეულს მიბურღავს ეს ტანსაცმელი. გესმის? მე შემიძლია, გითხრა, რომ დღემდე ვცხოვრობდი ფუჭად, ჩემ შიგნით კვდება რაღაც ლამაზი და ნაცარშეყრილ თვალივით მხუჭავს. სწრაფად და ლაღად... ასე გვტოვებენ... და უფსკრულივით ჩავცქერით გულგრილ, ცარიელ ქაღალდს; ძალაგამოცლილს, შეშლილს და დაღლილს... რამდენი ცივი ქარით ზუზუნებს ეს ცარიელი ქაღალდის სახლი; როგორც კლდის თავზე არწივის ბუდეს, რადგან ქვეყანას, გულის მაგივრად, მკერდში ყინულის ნატეხი უდევს. მაგ ძუძუების თეთრი ფიქალი, მეც კლდედ ვიქეცი, მაგრამ ვერ შევძელ და დღემდე თავი ვერ მოვიკალი. |