დედავ, დედაშვილობასა, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე! მე შენ არას გენაცვლები, მამა გყავს და... ინაცვალე! სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე! მე შენ არას გენაცვლები, დაი გყავს და... ინაცვალე! სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე! მე შენ არას გენაცვლები, ძმაი გყავს და... ინაცვალე! სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე! მე შენ არას გენაცვლები, ცოლი გყავს და... ინაცვალე! "სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე! მე შენ არას გენაცვლები, საყვარელ გყავს... ინაცვალე! სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე! გენაცვლები, შენსა მზესა, გზა საით არს - მიმასწავლე! |