კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენი სხეული

გაკოჭილა კაპრონის თოკით

და წყალგაუმტარ ქსოვილების

იგი ტყვედ არი,

დაფარულია

მზე წითელი ღრუბლების ჯოგით,

ყინულზე მიაქვთ

მარხილივით შენი ცხედარი!

შეჰკივის შხარას

დედაბერი გაკაწრულ ლოყით,

უშგულისაკენ

თავაწყვეტით მიჰქრის მხედარი,

ზრიალებს ზარი,

ხალხის ცრემლი იღვრება კოკით,

ყინულზე მიაქვთ

მარხილივით შენი ცხედარი!

მდუმარებს შხარა

უგუნური ენგური ბღავის,

აწ მონატრების

დაგვიტოვებ მოწყენილ ყვავილს

და გრჩება სისხლი,

შენ ყაყაჩოდ კლდეში მწვეთარი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

მსგავსი თემები