კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ერთმა ქალმა

ამას წინათ

გულიანად გამაცინა, -

დამავიწყა ასაკი და

რაც მომაგეს წლებმა წინათ...

დაიფიცა,

დამაფიცა

მაკოცა და 

მაკოცნინა,

ცივი ნაზამთრალი ზეცა

გაათბო და გააბრწყინა.

არც აცხელა,

არც აცივა -

ჭირი მომაჩვენა ლხინად...

"სიყვარულსა მალვა უნდა" 

წამოსვლისას გამაფრთხილა.

ვუპასუხე

- საყვარელო,

ნუ შემიცვლი ლხინსა ჭირად,

ნამალავი სიყვარული

აღარა ღირს არცა ჩირად!..

არაფერი მიპასუხა,

დაფიქრდა და გაეცინა...

მსგავსი თემები