კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

"სიძე თუ მოდის, მოვიდეს თუ არა და მეძინება“

(უთქვამს ოსის პატარძალს)

 


ხაჭაპურის ჭიპივით მოკუმა პირი,

თვალები ატრიალა მძივებად:

„საქმეა გასაკვირი,

თუ მოდის, მოვიდეს, თუ არა და მეძინება“.


კარი არ აჭრიალდა მძიმე,

სიგრილე ლეკვივით ლეკვივით არ შეუვარდა წვივებში.

პატარძალი თავს ძილიდან ვეღარ იძვრენს -

მივიდა ტახტთან, მიეშვა.


ჩამოჰყარა ქოშები, ვეღარას არკვევს,

წითელი თავშალი მგონი შეჰყვა საბანქვეშ.

ძუძუ ცომის გუნდასავით მიეწება მკლავზე;

ოსური მთვარისხელა ღაწვები განივრად ანათებს.


პატარძალი ფშვინავს,

სასთუმალთან ვერცხლის თასში წყალია

აბობოქრების პირას.


გადაბრუნდება - ღონიერ ბარძაყებს

ტახტი ვეღარ უძლებს, ძაგძაგებს.

თაფლით გაწებილ ძილში

პატარძალი შეკრთება, ითრთოლებს -

თბილი ტუჩებით დაეწაფა სიძე

ხორცისფრად კოცნის, ვეღარ იშორებს.


სიძე კი წევს მშვენიერ ბილიკზე ტყეში,

არც აპირებს ადგომას,

მთვარე გვერდს უვლის -

შინ ნაქსოვ პერანგის თვალ-ბუდა ხვრელებში

ჭრილობა მოჟონავს, მწიფე ლეღვივით

ძუძუს თავზე გადამთხვეული.

მსგავსი თემები