კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სხვა არის ლექსთა მისთა მირონი,

(ვისაც ვგულისხმობ, თავად მიხვდებით),

უულურჯესი სანაპირონი...

მოცარტი... ქარი...

თლილი თითები...

მზერა ზვიადი,

არ ვის ემონვის,

ბავშვი ქუჩაში გამოპარული,

ხან ანგელოზი და

ხან დემონი,

მაგრამ ყოველთვის რაღაც ფარული,

ხან სევდიანი

ხან მხიარული,

აუტანელი,

დაუდგრომელი,

მაგრამ ყოველთვის გენიალური,

მაგრამ ყოველთვის მიუწვდომელი.

გაგვნათლა ლექსთა მისთა მირონმა,

(ვისაც ვგულისხმობ, თავად მიხვდებით),

უულურჯესი სანაპირონი...

მოცარტი... ქარი...

თლილი თითები...

მსგავსი თემები