წახველ, რომ თავი აღარ მაჩვენო, მეც წავალ, მაგრამ რაღა მეშველოს, ოქროს ბეჭედში თვლად ჩასაჯენო, და გულის ჯიბით სატარებელო.
რად გამიტყორცნე ბედი ჯირითად, საკუთარ იღბალს თვითონ დავცინებ და ჩუმად გავალ შენი ჩრდილიდან.
და ბალახები ჩრდილში ხმებიან, მაგრამ უზრუნველ პოეტს, ნაღვინევს და გაფრენილი ჩიტის ხმებიანს,
ამაღლებს ეშხი და ხმის ხავერდი, მზის მომღერალი და მზეჭაბუკი, მარტო შენს ჩრდილში გავიხარებდი.
მეც წავალ მაგრამ რაღა მეშველოს, ოქროს ბეჭედში თვლად ჩასაჯენო, და გულის ჯიბით სატარებელო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |