კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მოდის ძმა და მგოსანი

მოუყვება გამზირს,

გაწვრთნილ მიმინოსავით

მხარზე ლექსი აზის,

ესალმება ხალხი,

მოიკითხა ხალხმა,

პოეტს ბრძოლით დაღლილს -

არ ეტყობა დაღლა.

არ ეწევა თუთუნს,

ღამეს ისევ ათევს,

თუ არ ვცდები... თითქოს...

პაწა ღიპიც ადევს!

არაფერი უკვირს,

მითუმეტეს - სხვისი,

აქვს პირველი ჯგუფის

პოეტების სისხლი.

ახლა მშვიდად სძინავს -

წლებმა დააოკეს,

თორემ ადრე, ხშირად,

თამაშობდა პოკერს.

ასე თუ ისე,

არის ნაღდი მარე,

ღვიძლი ძმაა მისი

ჩვენი თავმჯდომარე,

მოდის ძმა და მგოსანი,

მოუყვება გამზირს,

გაწვრთნილ მიმინოსავით

მხარზე ლექსი აზის.

მსგავსი თემები