საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები! საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით: ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები! ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი, ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი! საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები! საიდუმლო ალები! ისევ დამევალება უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |