სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი. დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი... და როგორც დანით გაჭრილი თითი ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან. ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები - კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.
შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?! გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე და წვიმა თავის თავს ასველებდა.
ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი... და როგორც დანით გაჭრილი თითი, ბაგეზე შემრჩა შენი სახელი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |